საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ადასტურებს.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, 14 ქართველის აკვანა ოკანონო მიგრაციის ფაქტზე მოხდა.
„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ პროცესში და ცდილობს მომხდარზე დეტალური ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას, გარდა იმისა, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს, არ ვფლობთ", - განმარტა კალანდაძემ.
უწყების საკონსულო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ინგა კიკვაძის თქმით კი, დაკავებული ქართველები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.
„მათი აყვანა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე განხორციელებული რეიდისას მოხდა. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო და ათენში ჩვენი საელჩო პროცესში უკვე ჩართულია", - აღნიშნა კიკვაძემ.