დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში 52 ათასი მე-12 კლასელისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ტრადიციულად, მე-12 კლასელები სკოლებში ნახატებიანი პერანგებითა და წინსაფრებით გამოცხადდნენ, რომლებზეც ისინი ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებს უწერენ.
შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წელს სკოლა 52 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა.