კავკასიის ხალხთა უმაღლესმა რელიგიურმა საბჭომ "საქართველოში მუსულმანების სამმართველოს" შექმნა დაგმო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ტრენდი" ავრცელებს.
"საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მუსულმანების სამმარველოს" შექმნა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი მუსლმანების აზერბაიჯანიდან მოწყვეტას ისაცავს მიზნად", - ეს განცხადება დღეს კავკასიის მუსულმანების სამმართველოს თავმჯდომარემ გაჯი ალლახშუკიურ ფაშაზადემ გააკეთა, საქართველოში შექმნილი არასამათავრობო ორგანიზაციის ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, კავკასიის ხალხთან უმაღლესმა რელიგიურმა საბჭომ დღეს ჩატარებულ სხდომაზე საქართველოში ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა ასევე დაგმო.