თბილისის მერია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ისანი-სამგორის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალში 4 700კვ.მეტრ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი იგება და ბეტონის ბორდიურები კეთდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემაც. სამუშაოები 10 დღეში დასრულდება და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.
უახლოეს მომავალში აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სკვერისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება.