ბიზნესმენი, მილიონერი მიხეილ პროხოროვი, რომელიც ადრე უარყოფდა ხმებს პარტია "პრავოე დელოს" ლიდერის თანამდებობაზე თავის დანიშვნასთან დაკავშირებით, სწორედ ამ პარტიას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" ავრცელებს თავად პროხოროვის წერილზე დაყრდონობით, რომელიც მან "ონეკსიმ"-ის ჯგუფის თანამშრომლებს მისწერა.
გამოცემის ინფორმაციით, წერილის ნამდვილობა, რომელშიც თავად პროხოროვი აცხადებს, რომ მზადაა პოლიტიკოსო გახდეს და პარტია "პრავოე დელოს" უხელმძღვანელოს, კომპანიის რამდენიმე ტოპ-მენეჯერმა დაადასტურა.
"პარტიის თავმჯდომარეობაზე უარის თქმის შემდეგ, კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების სატელეფონო ზარები დამატყდა თავს, თქვენმა უმრავლესობამ ჩემი უარი ვერ გაიგო. ჩემი პოზიციის მხარდაჭერა მე საკუთარი დისგანაც ვერ მივიღე, რომელიც პოლიტიკას ვერ იტანს", _ ციტირებს გამოცემა პროხოროვის სიტყვებს.
"მე ჩემს ერთ ძველ ნაცნობს დავურეკე, რომელიც პარტია "პრავოე დელოს" ერთ-ერთი ლიდერია და ვუთხარი, რომ თუ პარტია და მისი კოლეგები ჩამით კიდევ დაინტერესებულნი არიან მე მზად ვარ", _ ნათქვამია დოკუმენტში.
გაზეთის ინფორმაციით, პროხოროვი პარტია "პრავოე დელოს" კარდინალურ ცვლილებას გეგმავს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ცვლილება შესაძლოა პარტიის სახელწოდებაც შეეხოს.