კომპანია `თელასის" ქვესადგურში `ღრმაღელე" სარემონტო- პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.