თბილისის წყლით მომარაგების აღდგენა ძირითადად კარგ ამინდებზეა დამოკიდებული. თუ დღის ბოლომდე კარგი ამინდი გაგრძელდება, კომპანია 15-20%-მდე დაიყვანს წყლის დეფიციტს. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს უნდა გამოიდაროს და არაგვის ხეობაშიც წვიმები უნდა შეწყდეს.
დედაქალაქში შექმნილი წყლის პრობლემის გამო დღესვე "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
ცნობისთვის, არაგვის ხეობაში რამდენიმე დღიანმა უამინდობამ და არაგვის ადიდებამ ტალახიანი წყალი წამოიღო. იმისთვის, რომ დედაქალაქში დაბინძურებულ წყალს არ შემოეღწია, "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" იძულებული გახდა, რამდენიმე სათავო ნაგებობა გადაეკეტა.