16-დან 21 მაისის საქართველო გერმანულ დღეებს უმასპინძლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გერმანიის საელჩოდან აცნობეს, 16-დან 21 მაისის ჩათვლით გერმანიის საელჩო და თბილისში არსებული ყველა გერმანული ორგანიზაცია წარმოადგენენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ფართო სპექტრს, მათ შორის ნახატების გამოფენას, ეკონომიკის დღეს, განათლების სფეროს გამოფენას, განვითარების სფეროში თანამშრომლობის ღონისძიებებს, ღონისძიებებს სკოლებში და გრადიოზულ დამასრულებელ ზეიმს გოეთეს ინსტიტუტში.
დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ორთვინ ჰენიგი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზაალ სამადაშვილთან ერთად ამ უნიკალურ კვირეულთან დაკავშირებით რესკონფერენციას გამართავენ. დღესვე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „მე-19 და მე-20 საუკუნის გერმანელი მხატვრები საქართველოში - საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია" გაიხსნება.
დღესვე, სტარტს აიღებს კონკურსი-ვიქტორინა გერმანული დღეების შესახებ. ინტერნეტ გვერდზე www.deutschetageintiflis.ge იხილავთ შეკითხვებს გერმანიის, საქართველოსა და გერმანია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. გამარჯვებულები მიიღებენ ძალიან კარგ პრიზებს, რომლებსათ მათ გერმანიის ელჩი 21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში დამასრულებელი ღონისძიების დროს გადასცემს. მთავარი პრიზებია გერმანიის საელჩოს მიერ გამოყოფილი
ნეთბუქი და ასევე გერმანული ენის ერთი უფასო კურსი გოეთეს ინსტიტუტში.
17 მაისს, განვითარების სფეროში თანამშრომლობის დღის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება გერმანიის მოღვაწეობა ამ სფეროში, ხოლო 18 მაისს ყურადღების ცენტრშია გერმანული ენა და გერმანულ- ქართული ურთიერთობები უმაღლესი სასწავლებლების დონეზე. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 19 მაისი ეძღვნება ეკონომიკას: საქართველოს ეკონომიკის
სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად გერმანიის ელჩი გახსნის გამოფენას „ექსპო გერმანია" (EXPO Deutschland). ეს არის გამოფენა ეკონომიკის დარგში გერმანია-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
განათლების სფეროს გამოფენა, 20 მაისს წარმოადგენს გერმანიის მოღვაწეობას საქართველოს განათლების სფეროში. ასევე იქნება ბევრი ინფორმაცია სკოლებისა და უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის, გერმანიაში სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.