მიმდინარე კვირას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პარკირების წესებში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ.
მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილის თქმით, სახელმწიფო მეტ ყურადღებას უთმობს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება.
"თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია პარკირების წესები, რომელიც ინვალიდებისათვის ავტომანქანების სპეციალური საშვების გაცემას ითვალისწინებს. ეს ადამიანები გაჩერების პრიორიტეტით ისარგებლებენ. ამ წესების დარღვევა სხვა მძღოლების მიერ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს",_აღნიშნა ხუროშვილმა.