ბათუმში ღვინის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ბათუმში მეუფე დიმიტრის ინიციატივით უკვე მეოთხედ ტარდება. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
ფესტივალზე ჯილდოები რვა ნომინაციაში გაიცა.
წლის საუკეთესო დებიუტის ჯილდო თბილისელ ირაკლი ქარჩხავას გადაეცა.
უნიკალური ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის ტიტული ბათუმელი გიორგი საგადანაშვილის ოჯახურ ღვინოს ერგო. ეპარქიებს შორის საუკეთესო ღვინის ჯილდო კი ჭყონდიდის ეპარქიას გადაეცა.
წლევანდელ ფესტივალზე დახლოებით 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი.