ნატო აგრძელებს ლიბიის სამხედრო სამიზნეების დაბომბვას. ნატოს მიერ, ტრიპოლიში განლაგებული ლიბიის სადაზვერვო სამსახურის შენობის დაბომბვის შედეგად, მოკლულია კადაფის არმიის ერთ-ერთი მეთაური მილად ჰუსეინ ალ-ფიკჰი. ამის შესახებ ინფრომაცია ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
ლიბიელი ამბოხებულების წარომადგენლის ჰალედ ბარფალის განცხადებით, ფიკჰი პასუხისმგებელია ქალაქ ეზ-ზავიაში ჩადენილი დანაშაულებების გამო..
ლიბიის სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ დაბომბვების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობაც.
ამავდროულად ნატო მზადაა გააძლიეროს სამხედრო ოპერაცია, განახორციელოს უფრო მასიური დაბობვები და "წესების დაცვით" მოახდინოს პოლკოვნიკ კადაფის ლიკვიდაცია.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ დევიდ რიჩარდის შეფასებით, აუცილებელია ნატომ ლიბიაში დაწყებული საჰაერო ოპერაცია გააგრძელოს და უფრო მეტად მიზანმიმართულ დაბომბოს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში მუამარ კადაფი ხელისუფლებას შეინარჩუნებს", - მიაჩნია ბრიტანელ გენერალს.
დევიდ რიჩარდის შეფასებით, ალიანსმა ავიადარტყმების მიყენება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც უნდა დაიწყოს, რომელიც მმართველი რეჟიმის გასაღებია.