დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მისტრების შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ვალების მასშტაბებზე იმსჯელებენ, რომელიც ვეროზოისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, იტყობიბება "ბი-ბი-სი".
ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი წამყავნი როლი საერთასორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელს დომენიკ სტროს-კანს ეკისრებოდა.
ნიუ-იორკში სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის დაკავების გამო, რომელიც სექსუალურ სკანდალში გაეხვა, სამიტი მის გარეშე ჩაივლის.
ფინანსთა მინისტრები, სავარაუდოდ, მოიწონებენ პორტუგალიისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის პაკეტს.
შეხვედრის მონაწილეების ასევე შეეცდებიან გადაწყვიტონ საბერძნეთის საკითხი, რომელმაც მრავალმილიარდიანი დახმარების მიოუხედავად ვერ მოახერხა ფინანსური კრიზისის დაძლევა
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომენიკ სტროს-კანი გაუპატიურების ბრალდებით დააკვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი სასტუმროში 32 წლის მოახლესთან სექსულური კავშირის ძალის გამოყენებით დამყარებას ცდილობდა.
სტროს-კანი ამერიკელმა სამართალდამცველებმა ნიუ-იურკის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკვეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ფაქტს მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები