საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სარფში მშენებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი მოინახულა.
პრეზიდენტის თქმით, ტაძარი ბათუმის და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით შენდება, რომელშიც ასევე ჩართულია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.
"ჩვენ არამხოლოდ საქართველოს საბაჟო კარიბჭეს ვაშენებთ, ასევე გვინდოდა, რომ საქართველოს მთავარ შემოსასვლელ საზღვარზე ყოფილიყო ლამაზი ფორმით წარმოდგენილი ქართული ეკლესია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე მიმდინარებს წელს დასრულდება.