უკრაინისა და ბელორუსის მხრიდან საქართველოსთვის "ევროვიზიის" კონკურსზე მხარდაჭერა იყო ძალიან ნიშანდობლივი გამოხატულება მათი დამოკიდებულებისა.
ამის შესახებ დღეს, სარფის საბაჟოს მშენებლობის მონახულების დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროვიზია 2011" შეფასებისას აღნიშნა.
"ევროვიზია" ისეთი კონკურისა, სადაც ხალხი ქულებს გაძლევენ იმის მიხედვით, რა დამოკიდებულება აქვს მათ ქვეყანას შენს სახელმწიფოსთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს "ევროვიზიაზე" ლიტვა ყოველთვის უმაღლეს ქულას აძლევდა, ყოველთვის პირველ ადგილზე გაჰყავდა და "ამისთვის ყოველთვის ძალიან მადლობლები ვართ".
"გუშინ ბელორუსმა და უკარინამ უმაღლესი ქულები მოგვცეს და მათ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ეს მართლა გამოხატავს ბოლო წლებში საქართველოს მიმართ გამძაფრებულად თბილ დამოკიდებულებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს ერები იყვნენ ვინც ყველაზე დიდი გაჭირვების დროს საქართველოს გვერდით დაუდგნენ.
"ჩვენ ყველა სფეროში ვანვითარებთ ურთიერთობებს ერებს შორის", - აღნიშნა სააკაშვილმა.