ისრაელის სამხედრო ძალებმა, ღაზის სექტორის საზღვართან, პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ცეცხლის გახსნის მიზეზი პალესტინელების მიერ ღაზის სექტორის გადაკვეთისა და ისრაელში შესცვლის მცდელობამ გამოიწვია.
როგორც BBC იუწყება, ცეცხლის გახსნის შედეგად დაჭრილია 15 ადამიანი.
ისრაელის უშიშროების ძალებმა ცეცხლი სირიის საზღვართან, გოლანის მთიანეთშიც გახსნეს.
ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, მათ ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, როდესაც სირის მოქალაქეები ცდილობდნენ საზღვარზე გადმოსვლას. შეტაკება მოხდა ქალაქ რამალაშიც.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალები გასროლებს ცეცხლსასროლი იარაღებიდან და მძიმე საბრძოლო ტექნიკით ანხორციელებდნენ.