16-18 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით შვედეთისა და დანიის სამეფოებს ეწვევა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს და სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს სვანტე კორნელს შეხვდება.
შვედეთიდან ვაშაძე დანიის სამეფოში გაემგზავრება და შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრს ლენე ესპერსენს და პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ევა კერ ჰანსენს შეხვდება.
შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილება.