სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სკოლებში ანალიტიკური აზროვნების კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პატრიარქმა სამებაში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ანალიტიკური აზროვნების კურსი უნდა ისწავლებოდეს I კლასიდან XII-ე კლასის ჩათვლით. სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი, როგორც დედაენა, არითმეტიკა, ქიმია, ფიზიკა, ისე, განყენებული ანალიტიკური აზროვნების კურსი. ჩვენ სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ეს არც ისე ადვილია. აქ უნდა იყოს გამოყენებული ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და სხვა", - ბრძანა უწმინდესმა.