ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება იტოვებს უფლებას პაკისტანში ტერორისტული მოძრაობა "თალიბანის" ლიდერის მული ომარის ადგილსამყოფელის დადგენისთვის მეთოდები თავად განსაზღვროს.
ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტნური მედია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე ჯონ კერიზე დაყრდნობით იუწყება.
"აშშ-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, რომ გამოიყენებს მის ხელთარსებულ საშუალებას, ყველა მეთოდს რომ საკუთარო მოქალაქეების უფლებები დაიცვას", - აღნიშნავს ჯონ კერი.
სენატორის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია განიხილავს ყველა მეთოდს და საშუალებას, მათ შორის პაკისტანის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას, თუ მას ექნება "თალიბანის" ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი პაკისტანს მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელს და ხელისუფლებისა და სამხედრო სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან გამართავს.