WikiLeaks-ის გასაიდუმლოებული დოკუმენტების წაკითხვის შემთხვევაში, უსამა ბინ ლადენს სიცოცხლის შენარუნება შეეძლო_ამტკიცებს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.
„გუანტანამოს ციხის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც ყველაზე მეტად „ალ-ქაიდას" ხელმძღვანელ პირს აბუ ფარაჯა ალ-ლიბს შეეხებოდა, მოცემულია ცნობები ამ დაჯგუფების კურიერული ქსელის შესახებ. მეტიც, ამ დოკუმენტებში მოხსენიებულია აბოტაბადიც. თუკი ბინ ლადენი ყურადღებით შეისწავლიდა WikiLeaks"-ში 25 აპრილიდან გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, საეჭვოა, იგი საცხოვრებლად კვლავაც იქ დარჩენილიყო, სადაც სულ რამდენიმე დღეში აშშ-ის სპეცსამსახური შეიჭრნენ",_წერს რამსფელდი.
რამსფელდის თქმით, WikiLeaks-ის დოკუმენტებში, ასევე, ასახულია „ალ-ქაიდას" მომეტებული აქტიურობის შესახებ, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის პირველ თვეებში უფრო სასტიკი ტერაქტის ჩადენას ცდილობდა.
„ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი პირობას დებდა, რომ ბინ ლადენის დაჭერის ან მოკვლის შემთხვევაში, აშშ-ში ბირთვულ ბომბს ააფეთქებდა. ჰალიდ შეიხ-მუჰამედი „ბირთვულ ქარიშხალს" გვპირდებოდა",_ამტკიცებს რამსფელდი.
მისი თქმთ, WikiLeaks-ის მასალებმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა და მათი მოკავშირეები დააეჭვა, რომ ამერიკელებს საიდუმლოს შენახვა არ შეეძლოთ.