იაპონიის პრეფექტურა კანაგავაში ჩაის მომატებული რადიაციული ფონი აღმოჩნდა.
ქალაქ მინამიასიგარას მახლობლად გაზრდილ ერთ კილოგრამ ჩაის ფოთოლში 570 ბეკერელეი ცეზიუმი დაფიქსირდა, მაშინ, როცა დასაშვები ნორმა 500 ბეკერელეია.
რადიაციის წყარო განსაზღვრული არ არის, თუმცა კანაგავას ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ჩაის დაბინძურების მიზეზი ატომურ რეაქტორ "ფუკუსიმა-1"-ზე ავარია გახდა.
იმის მიუხედავად, რომ რადიაციის ეს დონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთის შემცველი არაა, ხელისუფლებამ ჩაის ამოღება და ამ პროდუქციის აკრძალვა გადაწყვიტა.
კანაგავაში პროდუქციის რადიაციული დაბინძურება პირველად არ ფიქსირდება. უფრო ადრე რადიაციული ელემენტების მატება არაერთხელ დაფიქსირებულა ფუკუსიმას პრეფექტურაში, სადაც ავარიული ატომური რეაქტორი მდებარეობს.