ეგვიპტეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინციდენტი ქაიროში მოხდა, როდესაც დემონტრანტებს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რომლის დროსაც ორი ქრისტიანი დაიღუპა.
ამასთან, ისლამურ მეჩეთთან აფეთქება მოხდა, თუმცა ინციდენტის დროს არავინ დაღუპულა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შემდეგ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებამ უკვე პიკს მიაღწია.
აღნიშნულის გამო მთავრობამ უკვე რამდენიმე საგანგებო სხდომაც გამართა, მაგრამ ქვეყანაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება.