აშშ-ს ექს-პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რომლის პრეზიდენტობის დროსაც მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი, "ალ-ქაიდას" ლიდერის ბინ ლადენის გარდაცვალების ამბავი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად აცნობა. ეს ინფორმაცია ჯორჯ ბუშმა საკმაოდ მშვიდად მიიღო. განცხადება ამის შესახებ მან თავად გააკეთა.
"რესტორანში ლორასთან და ორ ჩემს მეგობართან ერთად ვსადილობდი, როდესაც მე მითხრეს, რომ თეთრი სახლი მიძახებს. მე ბოდიში მოვიხადე და თეთრ სახლში წავედი", _ იხსენებს ბუში.
"ობამამ უბრალოდ მითხრა - "უსამა ბინ ლადენი მკვდარია" - ამბობს ბუში, რაზეც მე ვუპასუხე: "კარგი ამბავია". მისივე თქმით, იგი არ იყო დიდად აღელვებული მიღებული ინფორმაციით, ვინაიდან ბინ ლადენის განადგურების ოპერაცია "სიძულვილის გრძნობის გამო კი არ იქნა განხორციელებული, არამედ მართლმსაჯილების აღსრულების გამო".
"ბიჭი მკვდარია და ეს კარგია", _ განუცხადა ბუშმა ჟურნალისტებს ბინ ლადენის გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას - "ეს ნამდვილი გამარჯვებაა ტერორიზმზე, რომლის ლიდერიც ის იყო".