სირიის სანაპიროსთან მდებარე ქალაქ ბანიასის ახლოს და ქალაქ დარას შემოგარენიდან სამხედროები გადიან,_ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, მომავალ კვირაში სირიაში ახალ რეფორმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება.
უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ეკრძალებათ, თუმცა ბი-ბი-სის კორესპინდენტი აღნიშნავს, რომ აქტივისტები ათასი პატიმრის , მათ შორის,
პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულთა ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამასთან, აქტივისტები მოითხოვენ, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა სირიელ მოქალაქეებზე კონტროლი შეამცირონ.