პაკისტანელმა პარლამენტარებმა ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვეს შეწყდეს ოპერაციების ჩატარება უპილოტო-მზვერავი თვითმფრინავების გამოყენებით და მოუწოდებენ მათ ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება პაკისტანის ქალაქ აბბოტტაბადში განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც "ალ-ქაიდას" ლიდერი უსამა ბინ ლადენი მოკლეს.
პარლამენტარების მიერ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უპილოტო-მზვერავების იერიშები არ შეწყდება, ქვეყნის ხელისუფლება უარს ეტყვის ნატოს თავისი ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებაზე. ამას გარდა, დეპუტატები ასევე გამოდიან მოწოდებით გაადიხედოს პაკისტანის საგარეო პოლიტიკა აშშ-სთან მიმართებაში.
პაკისტანის პარლამენტის დეპუტატების აზრით, აბბოტტაბადში ჩატარებული ოპერაცია პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევით ჩატარდა.
აღნიშნული რეზოლუცია პარლამენტართა მიერ 10 საათიანი განხილვის შედეგად იქნა მიღებული გაძლიერებული დაცვის პირობებში.
"პაკისტანელი ხალხი მეტს არ მოითბენს მსგავს ქმედებებს, ცალმხრივი ზომების გამოყენების განმეორებამ შესაძლოა რეგიონსა და პლანეტაზე საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანოს", _ ნათქვამია პაკისტაბელი პარლამენტარების მიერ მიღებულ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო "ფრანს პრესი" აქვეყნებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს "თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე".
აბბოტტაბადში მიმდინარე კვირას აშშ-ს მოქმედებების წინააღმდეგ რამდენიმებინე ასეულმა ადამიანმა აქცია ჩაატარა. აქციის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობასაც პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის ნავაზ შრიფის მომხრეები შეაგენდნენ სკანდირებდნენ: "ამერიკა წაეთრიე პაკისტანიდან!", "ძირს ობამა!", "ძირს პაკისტანის პრეზიდენტი ზარდარი!".
აღსანიშნავია, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისრმა უარი განაცხადა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომელშიც იგი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა. პაკისტანის სპეცსამსახურები აშშ-ს მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ მკაცრად გააკრიტიკეს. დაზვერვა დაადანაშაულეს იმაში, რომ მისმა თანამშრიმლებმა ან არ იცოდნენ ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ, ან ხელს უწყობდნენ მას დამალვაში.