ვლადიმერ პუტინის მთავრობა ბიზნესისთვის სოციალური გადასახადების შემცირების შესახებ დიმიტრი მედვედევის მითითების შესრულებას არ აპირებს. მიზეზად, არჩევნების წინა პერიოდში შემოსავლების შესაძლო შემცირება განიხილება.
პუტინმა გადასახადების გაზრდით ჯანდაცვის სფეროსა და საპენსიო ფონდისთვის 1.5 ტრიულიონი რუბლის მობილიზება შეძლო.
არსებულმა ვითარებამ ბიზნესმენები აიძულა ხელისუფლების მიმართ გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება გამოეხატათ."შესაძლო ბუნტის თავიდან ასაცილებლად" მედვედევმა მთავრობას დაავალა 1 ივნისამდე გადაწყვიტოს საკითხი და გადასახადები ადრინდელ დონეს დაუბრუნოს.
მთავრობა არ აპირებს ბიზნესი სრულად მოაქციო საშეღავათო რეჟიმში და შესაძლოა შეღავათები მხოლოდ მცირე ბიზნესს შეეხოს.