ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდას" ბოევიკების იერიშებმა იემენში უკვე 17 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ იემენის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ექვსი პოლიციელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მაშინ, როდესაც "ალ ქაიდას" ბოევიკებმა ქალაქ რადააში განლაგებულ პოლიციის დაგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს პოლიციელების იარაღი და უშიშროების სამსახურის კუთვნილი სატრანსპორტო საშულებები გაიტაცეს.
მათივე ინფორმაციით, გუშინ ამავე ქალაქში ბოევბიკებთან მომხდარი შეტაკების შედეგად ექვსი პოლიცელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. მეზობელ პროვინცია მარიბში კი "ალ -ქაიდას" წარმომადგენლებმა ხუთი პოლიციელი იმსხვერპლეს.