იემენის ოპოზიციამ ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში საერთო სახალხო დაუმორჩილებლობა დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ მათ უახლოეს ხანში დანარჩენი პროვინციებიც შეუერთდება.
დღესვე იემენში სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს აბდელ ლატიფ აზ-ზაიანის ელოდებიან, რომელიც დაპირისპირებულ მხარეთა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას შეეცდება.
ამის მიუხედავად, იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხი თანამდებობის დატოვებას ომის გარეშე არ აპირებს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თუ ვინმეს მისი პოსტის დაკავება საურს, დაე, ეს არჩევნების დროს განახორციელოს.
"თუ ვინმე გამოწვევას გვესვრის, ჩვენც ხურდას დავუბრუნებთ. ჩემი გადაგდება თუ ვინმეს სურს, ეს იარაღის ჟღარუნით არ უნდა გააკეთოს",_აღნიშნა პრეზიდენტმა ათასობით დემონსტრანტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.