ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აცხადებს, რომ ნატოს ძალები მას ვერ მიწვდებიან. ამის შესახებ კადაფიმ საკუთარ აუდიომიმართვაში აღნიშნა, რომელიც ლიბიის ტელევიზიით გადაიცა.
"მხდალ ჯვაროსნებს ვაუწყებ, რომ ისეთ ადგილას ვიმყოფები, სადაც ვერ მომწვდებით. ტრიპოლში ჩემი რეზიდენციის მტრული დაბომბვა ნამდვილი სიმხდალეა",_აღნიშნა კადაფიმ.
ცნობისთვის, 16 მაისს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მუამარ კადაფის დაპატიმრებასთან დაკავშირებით შესაბამისი დადგენილება უნდა გამოიტანოს.
13 მაისს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრანტინიმ კი აღნიშნა, რომ მისი მონაცემებით, კადაფიმ ტრიპოლი დატოვა. მეტიც, ფრანტინის ინფორმაციით, კადაფი დაჭრილი იყო. თავის მხრივ, ლიბიის წარმომადგენლებმა კადაფის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. ამასთან, მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.