აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
დევნილებს აფხაზეთის ჯანდაცვის სფეროს წამომადგენლები უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს უტარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებსაც გადასცემენ.
მსგავსი აქციები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება, სადაც დევნილები ცხოვრობენ. გიორგი ბარამია ხვალ ქობულეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.