მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდომ გადაწყვიტა "ბანკის მძარცველი" გახდეს. ცნობილ ფეხბურთელს კინოში გადაიღებენ.
რონალდომ რამდენიმე თვის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა და გადაწყვიტა თავი კინოს"მიუძღვნას".
უახლოეს მომავალში რონალდო გეგმავს სამსახიობო კარიერას დაეუფლოს.
ივნისში ლოს-ანჟელესში დაიწყება ფილმის"გახსნილი გზა" გადაღება, სადაც ცნობილი ფეხბურთელი ბანკების მძარცველის როლს შეასრულებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.
იგი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გატანილი გოლების რეკორსმენია, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, "ოქროს ბურთის" ორგზის,"ოქროს ბუცის" და მრავალი სხვა ჯილდოსა და ტირულის მფლობელი.
რონალდო შესულია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში.
2011 წლის თებერვალში რონალდომ განაცხადა, რომ სპორტიდან მიდის და მიზეზად მუდმივი ტრამვები დაასახელა.