ნატოს ჯარისკაცის მიერ 15 წლის პაკისტანელი მოზარდის შეცდომით მკვლელობის შემდეგ ავღანეთში მღელვარება დაიწყო. დღეს მოწყობილი მასობრივი დემონსტრაციის შედეგად პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი სამი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
დემონტრაცია პროვინცია ყანდაღარის შესასვლელში შეიკრიბა. მიტინგის მსვლელობისას სამართლდამცავების მიმართულებით მომინტიგეების მხრიდან ქვების სროლა დაიწყო და რამდენიმე გასროლაც გაისმა.
"პოლიციელებმა საპასუხოდ სროლა დაიწყეს. შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვადა და სამი დაიჭრა", _ აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი აბდულ ხალიკ მარუფა.