ბუკმეიკერები „ევროვიზია 2011"-ის ფინალში გამარჯვებას საფრანგეთს, ირლანდიას და აზერბაიჯანს უწინასწარმეტყეველებენ.
ირლანდიური დუეტი ორიოდე დღის წინ არც ისე პოპულარული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მათა აქტიური ურთიერთობა დაიწყეს მედიასთან, მათი ფსონები გაიზარდა.
საკმაოდ ორიგინალურად მიიჩნევა დუეტი Ell & Nikki აზერბაიჯანიდან, ხოლო ფრანგი ტენორი ამირო ვასილი მიუხედავად იმისა, რომ არც ისე პოპულარულია, მაინც ბუკმეკერების ფავორიტად ითვლება.
ხუთეულში სავარაუდოდ მოხვდებიან დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებიც. ხოლო ერთნაირი კოეფიციენტები აქვთ ავსტრიას, დანიასა და გერმანიას.
ათეულში სავარაუდოდ მოხვდება ფინეთისა და უნგრეთის წარმომადგენელიც. ბუკმეიკერების სიის ბოლო ადგილზეა მოლდოველი, ლიტველი და ესპანელი შემსრულებლები.
შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფში გამართულ პირველ ნახევარფინალურ კონკურსზე ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა, ჯგუფმა Eldrine-მა გამარჯვება მოიპოვა და ფინალურ ტურში
ევროვიზიის ფინალზე ჯგუფი Eldrine-ი სიმღერას One More Day ("კიდევ ერთი დღე") 25-ე ნომრად იმღერებს.