თეთრი სახლისა და ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-ის ხელისუფლება ლიბიელ ამბოხებულთა დიპლომატიური აღიარებისგან უარს აცხადებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.
ვაშინგტონში ამბოხებულთა წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი. ამერიკულ მხარესთან შეხვედრაში მონაწილეობდა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ტომ დონილონი, ხოლო ლიბიელ ამბოხებულებს მაჰმუდ ჯიბრილი წარმოადგენდა.
ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონილონმა ლიბიის გარდამავალ საბჭოს "ლეგიტიმური და სანდო უწოდა". ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერმა ლეგიტიმურიბა დაკარგა.
ჯიბრილის სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი მუამარ კადაფის მრავალმილიარდიანი ანგარიშების ნაწილის გაყინვის მცდელობა იყო.
თავის მხრივ, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ამბოხებულების დამატებითი დახმარების საკითხი განიხილეს.
შეგახსენებთ, ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო ოფიციალურად საფრანგეთმა, იტალიამ და ყატარმა აღიარეს.