ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მოთხოვნით, მამაკაცის დასჯა, რომელმაც ქალს სახეში მჟავა შეასხა, გადაიდო.
მამაკაცის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დღეს უნდა აღსრულებულიყო. მამაკაცს პრინციპით „კბილი კბიკის წილ" გასამართლება ელოდა, რის შესაბამისადაც, საკუთარი ქმედების ანალოგიურად, მისთვისაც სახეში მჟავა უნდა შეესხათ და დაებრმავებინათ.
განსასჯელმა 6 წლის წინ ქალს სახეში მჟავა მას შემდეგ შეასხა, რაც მან ცოლობაზე უარი უთხრა. შემთხვევის შედეგად ქალი ორივე თვალით დაბრმავდა.