იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოსთან ახლოს მდებარე „ხამაოკოს" ატომური ელექტროსადგურის მუშაობის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება არასახარბიელო სეისმური პროგნოზების გამო იქნა მიღებული.
სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ ატომური ელექტროსადგურის რაიონში შესაძლოა 8,0 მაგნიტუდის და უფრო მეტი სიმძლავრის მიწისძვრის განმეორება მოხდეს.
„ხამაოკოს" ელექტროსადგური ელექტროენერგიით ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს უზრუნველყოფდა, მათ შორის „ტოიოტას" ქარხნებს.