დღეს, 14 მაისს, ირანში ერთ-ერთ მამაკაცს, რომელმაც ქალს სახეში მჟავა შეასხა, თავადაც დააბრმავებენ.
სასამართლოს მიერ გამოტანილი შესაბამისი განაჩენი დღეს აღსრულდება. მამაკაცს პრინციპით „კბილი კბიკის წილ" მოექცევიან და საკუთარი ქმედების ანალოგიურად, სახეში მჟავას შეასხამენ.
განსასჯელმა 6 წლის წინ ქალს სახეში მჟავა მას შემდეგ შეასხა, რაც გოგონამ ცოლობაზე უარი უთხრა. შემთხვევა 6 წლის წინ მოხდა.