ლიბიის ნაციონალურმა ტელევიზიამ პოლკოვნიკ კადაფის აუდიომიმართვა გაავრცელა.
მიმართვაში კადაფი კატეგორიულად უარყოფს მისი დაჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ის ნატოს ჯარებს, რომლებსაც მხდალ ჯვაროსნებს უწოდებს, „ისეთ ადგილებში ემალება, სადაც ვერასდროს მიაგნებენ".
კადაფი იმასაც აღნიშნავს, რომ უკან დახევას არ აპირებს.