14 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება ARTკაფეს პრეზენტაცია. ARTკაფე ღია იქნება არტისტული საზოგადოებისათვის და მოეწყობა მცირემასშტაბიანი საღამოები, ხელოვანთა ნაწარმოებების პრეზენტაციები, შეხვედრები ვიწრო წრეში, როგორც სამინისტროს წევრებთან, ისე ქართველ თუ უცხოელ სტუმრებთან.
გახსნას დაესწრებიან ხელოვანები, მოწვეული სტუმრები, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილეები და კულტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.