17-19 მაისს თბილისს კორეის რესპუბლიკის სახალხო კრების კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციას 17 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი ბობოხიძე დახვდება.
დელეგაციის წევრები 18 მაისს თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც პარლამენტში კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, იმავე დღეს შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესთან გამართავენ, რის შემდეგაც თბილისის მერს, გიგი უგულავას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილეს, დავით გიორგაძეს შეხვდებიან.
19 მაისს დელეგაცია ქალაქ მცხეთას, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
კორეის რესპუბლიკის სახალხო კრების კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია თბილის დღის მეორე ნახევარში დატოვებს.