გერმანიის ქალაქ კრეფელდის სასამართლომ ქრისტიან ტენჰოფერს მეზობლის ბაყაყის მოკვლისთვის 1,5 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ Focus-ი იტყობინება.
47 წლის გერმანელის თქმით, მან მეზობლის ბაყაყი კნოტი პნევმატური იარაღით მოკლა, რადგან ღამღამობით მისი ყიყინი აღიზიანებდა. ამასთან, მან მეორე ბაყაყი, სახელად აჰაბიც დაჭრა, თუმცა ის გადარჩა.
თავის მხრივ, ბაყაყების მეპატრონე ანდრეას ვან სტრელენი ამტკიცებს, რომ კნოტი ღამით არასდროს ყიყინებდა.
"მას საერთოდ არ შეეძლო ყიყინი. ეტყობა, ეს გენეტიკური გადახრა იყო", _ განმარტა ვან სტრელენმა.
რამდენიმე თვის განმავლობაში ბაყაყების მეპატრონე მაცივარში ინახავდა ბაყაყის გვამს, რათა იგი სასამართლოზე ნივთმტკიცებულებად წაეღო.
სასამართლომ ტენჰოფერის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მან არალეგალურად შეიძინა იარაღი, რომლითაც ბაყაყი მოკლა. იარაღის უკანონო შენახვა კი მის საქმეს ამძიმებს.