ეგვიპტის პროკურატურის განცხადებით, ჰოსნი მუბარაქის მეუღლე სიუზან მუბარაქი 15 დღით კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Reuters-ი აცხადებს.
მუბარაქის ცოლი კაიროს ციხეშია დაკავებული. პროკურატურა კი მის დაკითხვას აწარმოებს.
უფრო ადრე 15-დღიანი ვადით ჰოსნი მუბარაქის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო ექს-პრეზიდენტი შარმ-ელ-შეიხის სავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი დაკავების გადაწყვეტილება 13 აპრილს მიიღეს, რაც ორჯერ გადაიდო.
შეგახსენებთ, მუბარაქმა პრეზიდენტის პოსტი 11 თებერვალს დატოვა. თუ ექს-პრეზიდენტს მასობრივი პროტესტის ძალისმიერად ჩახშობას დაუმტკიცებენ, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.