„სახალხო კრების" შემდეგ "ქართული პარტია" „ქრისტიან-დემოკრატებს" უპირისპირდება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული პარტიის" რიგებში "ქრისტიან-დემოკრატებმა" კუდ-ის ფარული თანამშრომელი შეგზავნეს.
„გურჯაანის განყოფილების ოფისის მენეჯერის მერცია სინჯიკაშვილის მხილებისთვის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს. იგი კუდ-ის იმ თანამშრომელთან კავშირშია შემჩნეული, რომელსაც გურჯაანში ყველა იცნობს და ყველასთვის კარგა ხანია, გაშიფრულია. ეს თანამშრომელი აქციების დროს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა და საპროტესტო კოლონაში ავტომანქანების გადაადგილებას ხელს უშლიდა", - აცხადებს კიწმარიშვილი.
კიწმარიშვილი პარტიაში სინჯიკაშვილის შეგზავნას „ქრისტიან-დემოკრატებს" აბრალებს.