გაერო-ს მონაცემებით, სირიაში ქვეყნის სახელისუფლებო ძალებსა და ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დაწყების შემდეგ 850 ადამიანი მოკლეს.
საპროტესტო აქციები დედაქალაქ დამასკოში, დერაში, ჰომსში და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს. პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალები დემონსტრანტებს დაშაშლელად ცეცხლს უხსნიან და მძიმე ტექნიკას იყენებენ. დმენსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. არეულობები სირიაში ორი თვის წინ დაიწყო.