ელბრუსის ახლოს მდებარე რაიონში მცხოვრები მზადაა, დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ იგი ბარონ მიუნჰაუზენის შვილთაშვილია. წინამორბედის მსგავსად, ისიც გმირობებს სჩადის და ბარონის ახალ თავგადასავლებს წერს.
ვლადიმერ ნოგოვიცინი, ამჟამად ნაგოვო-მიუნჰაუზენი სიამაყით ატარებს თავის ახალ პასპორტს.
"1739 წელს ბარონმა კნიაგინია გოლიცინა გაიცნო. მათი რომანტიული ურთიერთობის შედეგად უკანონო ბავშვი დაიბადა. იგი გასაზრდელად კაზაკთა ატამან ნაგოვიცინს გადასცეს, რომლის ოჯახშიც მე დავიბადე,"_ამტკიცებს ვლადიმერ ნაგოვო-მიუნჰაუზენი.
მიუნჰაუზენის შთამომავალს ოქრო არ იტაცებს. მისი დიდი წინაპარი სრულ სიღარიბეში აღესრულა. ვლადიმერიც საკუთარ ხარჯზე გამოსცემს და არიგებს წიგნებს ბარონის შესახებ და რუსეთში მიუნჰაუზენის სახელობის ერთადერთ მუზეუმს ინახავს. ამასთან, ზღაპრულ შოუს ამზადებს. თუმცა ამ ეტაპზე შოუს შესახებ არაფერს აკონკრეტებს, სასწაული ხომ მოულოდნელი უნდა იყოს.