ებრძვის თუ არა რუსეთი აშშ-სა და კანადას - ვებგვერდი "ვიკილიქსი" ამასთან დაკავშირებულ ახალ სკანდალზე წერს. საიტზე ამტკიცებენ, რომ უჩინარი ბრძოლა არქტიკის გამო მიმდინარეობს. ინტერნეტგვერდმა პოლიტიკური საიდუმლოებების მამხილებელი მიმოწერაც კი გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს ეკუთვნით.
რუსეთის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პუტინი ამ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გამოქვეყნებული შეტყობინებებიდან ცნობილი ხდება, რომ სამივე ქვეყანა არქტიკის საბადოებზე საკუთარი უფლებების განმტკიცებას ცდილობს.
"ვიკილიქსიდან" ცნობილი ხდება ისიც, რომ პრეტენზიის წამოყენებას მალე ჩინეთიც გეგმავს.