გრძელდება ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძis სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში, სადაც ჰააგაში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ჰანს ჰილენთან და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დაგეგმარების გენერალურ დირექტორთან, სებასტიან რეინთან. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობასა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არსებული ობიექტური რეალობის ადეკვატური შეფასების მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაs, მათი უფლებების შელახვის, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტებsa და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების თავიანთ სახლებში დაბრუნების აუცილებლობაs.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების აუცილებლობასა და ნიდერლანდების სამეფოს მიერ ამ პროცესის მხარდაჭერის გაძლიერებაზე გაამახვილა.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი "ნიდერლანდების ატლანტიკური ასოციაციის" დირექტორს ბრამ ბოქსჰორნს და აგრეთვე, ლეიდენის უნივერსიტეტში სტუდენტებsა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, სადაც ჩაატრა ლექცია თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია." სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რუსეთთან არსებული კონფლიქტის დარეგულირებისა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებით. ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.