„ქართული პარტიის" მხრიდან აშშ-ის ხელისუფლებისა და საელჩოსადმი გამოთქმულ რადიკალურ განცხადებებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი გამოეხმაურა.
ჯონ ბასის შეფასებით, საელოს შენობასთან აქციის გამართვის თაობაზე „ქართული პარტიის" გადაწყვეტილება დემოკრატიული გარემოს მაჩვენებელია.
„სიტყვის თავისუფლება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - ეს არის ორი ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძვნება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ამ თავისუფლების გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს", - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქციები ადრეც გამართულა და „ალბათ არც ეს იქნება ბოლო".
შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტიის" ლიდერების განცხადებით, ნიაღვარი, რითაც ქართული სახელმწიფო იწამლება სწორედ აშშ-ის საელჩოდან მოედინება. აღნიშნულის საპროტესტოდ „ქართული პარტია" 16 მაისს საელჩოს შენობასთან მიტინგს გამართავს.