ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ ვატიკანში დაცულ საქართველოზე არსებულ ყველა მასალას გაეცნონ. როგორც დღეს მთავრობის სხდომიაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საქართველოს მთავრობასა და ვატიკანს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ქართველ მეცნიერებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ ვატიკანში წავიდნენ და საქართველოზე არსებულ დოკუმენტაციას გაეცნონ.
გიალურის თქმით, ქართველი მეცნიერები ვატიკანში ივნისის ბოლოსთვის გაემგზავრებიან.
"ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ვატიკანთან, რათა შესაძლებლობა გვქონოდა ვატიკანის არქივებში დაცული დოკუმენტაცია გვენახა. მოლაპარაკებები დასრულდა და დღეიდან ქართველ მენციერებს შესაძლებლობა აქვთ ათასობით დოკუმენიტი ნახონ, რომელიც საქართველოს შეეხება და ამ დრომე ვატიკანში იყო დაცული და დღემდე იყო გასაიდუმლოებული. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ბევრ ისტორიულ ფაქტს გავეცნოთ, რომელიც ჩვენთვის დღემე ცნობილი არ იყო", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
კულტურისა და ძეგლთან დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, ანალოგიური პროექტი ამერიკის მთავრობამ უკვე განახორციელა და ამერიკელ მეცნიერებს ვატიკანში დაუცლი მასალების შესასწავლად და გასაანალიზებლად 13 წელი დასჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ისტორია სულ რაღაც 200 წელს მოიცავს.
"საქართველოზე არსებული მასალები 800 წელს მოიცავს. პირველად XII საუკუნეში ვატიკანიდან საქართველოში იყვნენ გზავნილები - მისიონერები და ვატიკანში დაცული ინფორმაცია XII საუკუნედან XX საუკუნის ჩათვლით დოკუმენტაციას მოიცავს, რომელიც ჩვენთვის ამიერიდან იქნება ხელმისაწვდომი და ეს არის შანსი ჩვენთვის უცნობი დეტალების გამოვლინებისთვის. ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ მისიონერები, არამედ ისინი იყვნენ პოლიტიკოსებიც ხელოვნებიც და ა.შ. ეს არის უნიკალური ზღვა მასალა და როგორც ადგილზე გვითხრეს თავადაც შესწავლილი არ აქვთ. აშშ-მ ანალოგიური პროექტი უკვე განახორციელა და მათ 13 წელი დასჭირდათ იმდენი დოკუმენტაცია იყო შესასწავლი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ისტორია სულ რაღაც 200 წელს მოიცავს",' - განაცხადა ნიკა რურუამ.
მისივე თქმით, სამი უნივერსიტეტისგან გაერთიანებული მეცნიერთა ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია და ისინი ვატიკანში ივნისის ბოლოსთვის გაემგზავრებიან. როგორც ცნობილია ვატიკანში დაცული დოკუმენტაცია მინიმუმ 10 ათას ერთეულს შეადგენს.