აშშ-ის თავდაცის სამინისტრო ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმს განიხილავს, რომლებმაც ბინ ლადენის ლიკვიდაციაში მიიღეს მონაწილეობა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსის თქმით, სპეცრაზმის წევრები საკუთარი და თავისი ახლობლების უსაფრთხოების გამო ღელავენ.
"ერთი კვირის წინ ამ ჯგუფს შევხვდი, მათ შეშფოთება გამოთქვეს საკუთარი და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების გამო. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, ბინ ლადენის ლიკვიდაციაში მონაწილე პირთა შესახებ არანაირი ოპერატიული მონაცემი არ გავცეთ",_აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბარაკ ობამა საზღვაო ქვეითებს შეხვდა, რომლებმაც ბინ ლადენის ლიკვიდაცია განახორციელეს.