მობილური ტელეფონის Jalou-ს შექმის მიზნით Dolce&Gabbana Sony Ericsson-თან გაერთიანდა. ტელეფონები შეზღუდული ტირაჟით გამოვა. კომპლექტს Dolce&Gabbana-ს საფირმო ყურთსასმენები და ატლასის ჩასადებები ექნება, რომელიც ტელეფონსა და დამტენ მოწყობილობას დაიცავს.
Dolce&Gabbana-ს ახალ Jalou-ს ყველა თვისებები გააჩნია ინტერნეტსერვისისთვის.
"ჩვენთვის სასიამოვნო იყო Dolce & Gabbana-სთან მუშაობა. ჩვენ შევძელით ლამაზი ტელეფონის შექმნა, ისე, რომ, მას სტილი და შინაარსი არ დავუკარგეთ",_აღნიშნა Sony Ericsson-ის მარკეტინგის მენეჯერმა ლინდა შორმა.
მოდელი ვარდისფერი ფერისაა, რომელიც შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ფოტოებითა და ვიდეორგოლით ასახავს.
ტელეფონი წლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამასთან, ტელეფონი ძვირფასი ქვებით, ამეთვისტოს, აქვამარინისა და ონიქსით არის გაწყობილი.